4 წლის პაციენტის გადარჩენილი სიცოცხლე!

2017.12.05

4 წლის პაციენტის გადარჩენილი სიცოცხლე!

ავერსის კლინიკაში, 2017 წლის 23 ნოემბერს პირველად ამიერკავკასიაში,  ჩატარდა ღვიძლის პედიატრიული ტრანსპლანტაცია.  ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, ასევე პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. 4 წლის პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდი კლინიკაში გაგრძელდება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ეს არის პირველი პრეცედენტი რეგიონში, როდესაც 4 წლის პაციენტს ჩაუტარდა ღვიძლის გადანერგვა ცოცხალი დონორიდან.

დონორი იყო პაციენტის მამა, რომლის ღვიძლის წილი გადაენერგა პაციენტს.

4 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაბადებიდანვე მძიმეა. პაციენტი დაიბადა სანაღვლე გზების თანდაყოლილი ატრეზიით (შევიწროვება),  რამაც გამოიწვია ღვიძლის ციროზი, სისხლდენები საყლაპავის ვენებიდან, რამდენჯერმე მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში სისხლდენის დიაგნოზით, თუმცა მისი გადარჩენა თითოეულ შემთხვევაში შეძლეს ქართველმა ექიმებმა. ამ ფონზე მისი საბოლოო გამოჯანმრთელების ერთადერთ გზას წარმოადგენდა ღვიძლის გადანერგვა, რაც წარმატებით ჩატარდა ავერსის კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ ავერსის კლინიკაში ღვიძლის ტრანსპლანტაცია ცოცხალი დონორიდან პირველად 2015 წელს ჩატარდა და დღემდე 9 წარმატებული ოპერაციაა წარმოებული. 

თემები