უფასო გასინჯვების აქცია თელავის ფილიალში

2017.11.24

უფასო გასინჯვების აქცია თელავის ფილიალში

ავერსის კლინიკის იუბილესთან დაკავშირებით თელავის ფილიალში 13 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა უფასო გასინჯვების აქცია სახელწოდებით - ,,ჯანმრთელობის კვირეული“.

აქციის ფარგლებში გაისინჯა ასეულობით პაციენტი კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

აქციის ფარგლებში მოსახლეობას უფასოდ ჩაუტარდათ ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ანგიოლოგის, რევმატოლოგის, მამოლოგის, ქირურგის კონსულტაციები.  

აქციის ფარგლებში პაციენტებს 50%-იანი ფასდაკლებით ჩაუტარდათ დიაგნოსტიკური კვლევები:  
  •  ლაბორატორიული კვლევები;
  •  ექოსკოპია;
  •  სისხლძარღვების დუპლექსსონოგრაფია;
  •  კომპიუტერული ტომოგრაფია;
  •  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  •  ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია.
 ,,ჯანმრთელობის კვირეულის" ფარგლებში ჩატარდა სამედიცინო კონფერნეცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ავერსის კლინიკის წამყვანი ექიმი სპეციალისტები:

ავერსის კლინიკის ანგიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში - კახა ქუნთელია.

ავერსის კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი - ირაკლი გახოკიძე.

ავერსის კლინიკის ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელი - ნანა ძნელაძე.

ავერსის კლინიკის ვისცერალური ონკო-ქირურგი - ედუარდ ლესნიძე.

„ავერსის კლინიკა“ ზრუნავს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე და მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

თემები