Georgianenglishrussian

პერიფერიული ნერვების დაზიანება

2016.01.05

პერიფერიული ნერვების დაზიანება

პერიფერიული ნერვების დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე  ხშირი და რთული ტრავმაა, რომელიც ძირითდად გხვდება ახალგაზრდა ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებას ხშირად განაპიროებს შრომისუნარიანობის ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვას, აიძულებს პაციენტებს შეიცვალონ პროფესია, არც თუ ისე იშვიათია ინვალიდიზაცია. აქედან გამომდინარე დროული დიაგნოსტიკა და სწორად წარმართული მკურნალობა უმნიშვნელოვანესია კარგი შედეგის მისაღწევად.

პერიფერიული ნერვების დაზიანების მიზეზები

პერიფერიული ნერვების დაზიანება შესაძლებელია იყოს ღია ან დახურული.

დახურული დაზიანება შესაძლებელია გმოწვეული იყოს ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, რბილი ქსოვილების ზეწოლით, ძვლების მოტეხილი ფრაგმენტებით, სიმსივნის ზეწოლით და ა.შ. აღნიშნული მიზეზების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანების დროს შედარებით იშვიათია ნერვული ღეროს სრული დაზიანება.

ღია დაზიანება გხვდება ჭრილობების დროს (მინის ნამსხვრევებით, დანით, თუნიქის ნაჭრით, მჭრელი ელექტრო იარაღებით და სხვა.) აღნიშნული დაზიანების დროს გამოვლენილი ჩივილები გამოწვეულია სხვადასხვა ნერვების დაზიანების კლინიკური ნიშნებით.

პერიფერიული ნერვების დაზიანების კლინიკური ნიშნები

მგრძნობელობის გამოვარდნა, როგორც წესი, ყოველთვის თან ახლავს ნერვის დაზიანებას და შეესაბამება მის საინერვაციო ზონას და იგი ვლინდება ტრავმის მიღებისთანავე. ნერვის მთლიანობის აღდგენის გარეშე  მგრძნობელობა არ აღდგება, რაც წარმოაგენს  დამწვრობის, მოყინვის ან სხვა დაზიანების მიღების დამატებით საფრთხეს ტაქტილური მგრძნობელობის არ არსებობის გამო.

მამოძრავებელი ფუნქციის გამოვარდნა ვლინდება აღნიშნული ნერვის მაინერვირებელი კუნთების ფუნქციის დაკარგვით. რაც გამოვლინდება სხვადსხვა მოძრაობის  შესრულების შეუძლებლობით ან მკვეთრი შეზღუდვით. (მაგალითად თითების და მაჯის გაშლის შეუძლებლობა სხივის ნერვის დაზიანების დროს.)

ვაზომოტორული ინერვაციის არ არსებობის გამო კიდურის კანი დაზიანებული ნერვის საინერვაციო არეში ვარდისფერია, ცხელია შეხებით (ცხელი ფაზა), სამი კვირის შემდეგ დგება ე.წ ცივი ფაზა, კანი აღნიშნულ მიდამოში  იღებს მოლურჯო–ბორდოსფერ შესახედაობას, შეხებით გრილია ჯანმრთელ სეგმენტთან შედარებით. ხშირად დაზიანებული ნერვის საინერვაციო არეში ვითარდება პათოლოგიური მგრძნობელობა. 

ტროფიკული დარღვევები გამოვლინდება კანის „გათხელებით“ ვიზუალურად ხდება გლუვი, მოელვარე ელფერის. კანის ტურგორი და ელასტიურობა მნიშნელოვნად დაქვეითებულია, რაც მნიშნელოვნად ზრდის ტრავმატიზაციის და ტფოფიკული წყლულების განვითერების ხარისხს. ვითარდება საფრჩხილე ფალანგის გამუქება, გაწვრილება, კანი თითქოს „გადაკრულია“ მასზე. ფრჩხილი არასწორად იზრდება. თითის წვერი წამახვილებულია, სამკუთხა ფორმისაა. შორეულ შემთხვევებში ტროფიკული ცვლილებები ვრცელდება მყესებზე, იოგებზე, სასახსრე ჩანთებზე. სახსრებში მოძრაობები იზღუდება კიდურის იძულებითი უმოძრაობის გამო.

სხივის ნერვის დაზიანება.

სხივის ნერვის დაზიანების დროს მხრის დონეზე სახეზეა მისთვის დამახასიათებელი ე.წ „ჩამოვარდნილი/ჩამოკიდებული“  მტევნის კლინკური სურათი. რაც გამოწვეულია მაჯისა და თითების გამშლელი კუნთების პარალიზით. ამის გარდა შეძლებელი ხდება პირველი (ცერა) თითის განზიდვა, სუსტდება წინამხრის სუპინაცია და მაჯის აქტიური მოხრითი მოძრაობები მხარ-სხივის კუნთის ინერვაციის დარღვევის გამო. 

სხივის ნერის ტრავმის დროს უფრო დისტალურად, (მაგალითად წინამხრის შუა და ქვედა მესამედში) ვითარდება მხოლოდ მგძნობელობითი დარღვევები.

მიუხედავად დაზიანების დონისა შუათანა ნერვის ტრავმული დაზიანებისას მგრძნობელობის გამოვარდნა ვითარდება მტევნის, I, II, III თითების ხელისგულის ზედაპირზე და IV თითის  ნახევარზე სხივის მხრის ზედაპირზე. მგრძნობელობა ირღვევა აგრეთვე I, II, III საფრჩხილე ფალანგების ხელის ზურგის ზედაპირზე. დარღვეულია აგრეთვე სტერეოგნოტიური მგრძნობელობა , ანუ ე.წ თითებით  „მხედველობა“. პაციენტი ვერ ახერხებს აღიქვას საგნის ფორმა, ზომა, კონსისტენცია, ტემპერატურა მათზე შეხებისას. ამასთანავე ადამიანი ვერ ახერხებს გამოიყენოს თითები მხედველობითი კონტროლის გარეშე.

დაზიანების ადრეულ ეტაპზე ვლინდება ვაზომოტორული, სეკრეტორული, ტროფიკული დაზიანებები. ხელისგულზე კანის ნაოჭები, კანი მშრალია, ციანოზურია, იქერცლება, ადვილად ზიანდება. ფრჩხილები, დეფორმირდება, მსხვრევადია, ზრდა შენელებული, I, II, III, თითები წვრილდება, ატროფირდება (განილევა) კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი.

მოტორული ფუნქციის გამოვარდნის ხარისხი და კლინკური გამოვლინება დამოკიდებულია შუათანა ნერვის დაზიანების დონეზე. რაც უფრო მაღალია (მხირ სახსართან ახლოს) დაზიანება მით მეტია მოტორული დეფიციტი.

შუათანა ნერვის მაღალი დაზიანებისას პირველი მეორე და/ან მესამე თითის მოხრა შეუძლებელია, გამოხატულია ე.წ. „პისტოლეტის“ სიმპტომი. მტევნის მოხრა მაჯაში გართულებული, ან შეუძლებელია. მტევნზე არსებული კუნთების მათი მასის სიმცირის გამო სწრაფად ატროფირდება, (დაზიანების პირველი თვიდან) საბოლოოდ ხდება მათი ფიბროზული გადაგვარება. ატროფირდება აგრეთვე მტევნის ყველაზე დიდი კუნთი (დიდი ტენარა კუნთი) რაც კლინკურად გამოვლინდება პირველი თითის მიმდებარედ არსებული ამობურცულობის გაქრობით. მტევნის კუნთების ჰიპოტროფია თანსდევს დახვეწილი მოძრაობების (მაგ.: წერა, ღილის შეკვრა, წვრილი საგნების აღება და სხვა) შესრულების შეუძლებლობა. დიდი თითი „გადადის“ სხვა თითების სიბრტყეში და ვითარდება ე.წ „მაიმუნის“ თათის მაგვარი მტევანი.

იდაყვის ნერვის დაზიანებისას წამყვან სიმპტომს წარმოადგენს მოტორული ანუ მამოძრავებელი ფუნქციის გამოვარდნა მტევანსა და თითებში, თუმცა მას თან ახლავს მგრძნობელობითი დარღვევები. იმის გათვალისწინებით რომ იდაყვის ნერვი დატოტვას იწყებს წინამხრის დონეზე კლინიკური გამოვლინება დაზიანების დონის მიუხედავად მსგავსია მხრის სახსრიდან წინამხრის ზედა მესამედამდე დაზიანებისას.

იდაყვის ნერვის დაზიანება კლინიკურად შემდეგნაირად გამოვლინდება: მეოთხე და მეხუთე თითების გაშლის შეუძლებლობა, მეხუთე თითში არ წარმოებს განზიდვა, გამოვარდნილია მაკრატლისებური მოძრაობები მეორე და მესამე თითებში. მტევანსა და თითებში ძალა დაქვეითებულია (დაახლოებით 10–12ჯერ ნაკლებია ჯანმრთელ ხელთან შედარებით), შეუძლებელია პირველი თითის მოზიდვა, დაზიანებიდან დაახლოებით 1–2 თვის შემდეგ მკვეთრადაა გამოხატული კუნთების ატროფია (განლევა) მტევანზე, განსაკუთრებით სწრაფად გამოიხატება ხოლმე კუნთის ჩავარდნა პირველ და მეორე თითებშუა სივრცეში. ძვალთაშუა და ჭიაყელა კუნთების განლევის გამო მკვეთრად ვიზუალიზდება ნების ძვლები, მტევნის დორსალურ ზედაპირზე. მოგვიანებით მტევანი დეფორმირდება, მეოთხე და მეხუთე თითები გადადის მოხრით და მკეთრად წამოწეულ პოზიაციაში, მუშტის შეკვრისას IV და V თითები ვერ აღწევენ ხელისგულის ზედაპირს, ვერ ხერხდება კაწვრითი მოძრაობების შესრულება აღნიშნული თითებით. საბოლოოდ ყალიბდება „კატის ბრჭყალისებური“ მტევანი

კანის მგრძნობელობის დარღვევა იდაყვის ნერვის დაზიანებისას შედარებით ვარიაბელურია, თუმცა უხშირესად ვითარდება მეხუთე თითზე, მეოთხე თითის იდაყვისმხრივ ზედაპირსა და მტევნის იდაყვისმხრივ ნაწილზე. როგორც ხელისგულის ასევე ხელის ზურგის ზედაპირებზე.

ვაზომოტორული და სეკრეტორული ფუნქციის დარღვევა ხდება მტევნის იდაყვისმხივ ნაწილზე, რომელიც როგორც წესი მოიცავს უფრო მეტ ფართობს მგრძნობელობა დარღვეულ ნაწილთან შედარებით.

,,ავერსის კლინიკის" პლასტიკურო ქირურგი  - თეიმურაზ გურჯიძე

 

თემები