ბარიატრიული ქირურგის უფასო კონსულტაცია

2017.03.27

ბარიატრიული ქირურგის უფასო კონსულტაცია

სიმსუქნე არ არის მხოლოდ ვიზუალური პრობლემა! 

სხეულის წონის მატებასთან ერთად იზრდება სხვადასხვა თანმხლები დაავადებების გამოვლენის რისკი. მრავალი დაავადება პირდაპირ კაშირშია სიმსუქნესთან.

ზრდასრულ ადამიანებში პათოლოგიური სიმსუქნე დაახლოებით ათი წლით ამცირებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. 

სიმსუქნის ქირურგიულ მკურნალობას გააჩნია დადასტურებული ხანგრძლივი ეფექტი.

მიიღწევა წონის მყარი კლება!

პათოლოგიური სიმსუქნის გართულებების რისკი ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ქირურგიული პროცედურის. 

,,ავერსის კლინიკაში'' წლებია წარმატებით ფუნქციონირებს ბარიატრიული (სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა) და მეტაბოლური  ქირურგიის დეპარტამენტი.

 

ოპერაციები ტარდება ლაპაროსკოპიული მეთოდით.

ოპერაციიდან 7-8 საათში პაციენტები აქტიურდებიან და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად.

კლინიკაში პაციენტის დაყოვნება ხდება 3-4 საწოლდღე. 

ბარიატრიული ქირურგიით მიიღწევა:

 ✔️ წონის ეფექტური და ჯანსაღი კლება ხანგრძლივ დროზე გათვლილი შედეგებით (ოპერაციიდან 12-18 თვის განმავლობაში პაციენტები იკლებენ რამდენიმე ათეულ კილოგრამს);

✔️ნორმალიზდება სისხლში შაქრის დონე (დიაბეტი ტიპი 2) და სხვა მეტაბოლური მაჩვენებლები;

✔️ უმჯობესდება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა;

✔️ უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი;

 

ჩაიტარეთ ბარიატრიული ქირურგის უფასო კონსულტაცია! 

პათოლოგიური სიმსუქნის შემთხვევაში ოპერაციები ფინანსდება საყოველთო ჯანდაცვის პროგრამით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით.

ტელ.: 2 500 700

მის.: ვაჟა-ფშაველას 27ბ

 

თემები