“ავერსის კლინიკა”: წარმატების ათი წელი

2017.06.30

“ავერსის კლინიკა”: წარმატების ათი წელი

“ავერსის კლინიკა” 2007 წელს დაარსდა. მას შემდეგ ის განუწყვეტლივ ფართოვდება, იზრდება, თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიებს ნერგავს და საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული მედიცინის წინსვლაში.
“ავერსის კლინიკის” თანამშრომლები ყოველი წლის დასაწყისში იკრიბებიან, განვლილ წელიწადს აჯამებენ, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ და აჯილდოებენ მათ, ვინც პროფესიონალიზმითა და საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით წლის განმავლობაში თავი გამოიჩინა.
ამჯერად წვეულება 28 იანვარს გაიმართა რესტორან “ბერმუხაში”.
2016 წელს “ავერსის კლინიკის” მატიანეში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩაიწერა: ისნის ფილიალის ახალ შენობაში გადასვლა, ფინტნესდარბაზ “ავერსი ფიტნესის” გახსნა, ცენტრალური ფილიალის გაფართოება, ჰიბრიდული საოპერაციოსა და “ფილიპსის” უახლესი თაობის 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის ამოქმედება. უახლოეს მომავალში დასრულდება კიდევ რამდენიმე პროექტი: გაფართოვდება და მრავალპროფილიანი გახდება მარნეულის სამშობიარო სახლი, გაიხსნება თელავის პოლიპროფილური კლინიკა. მალე განახლდება ბოგდან ხმელნიცკის ფილიალიც, სადაც განსაკუთრებით ფართოდ იქნება წარმოდგენილი მედიცინის ესთეტიკური მიმართულება.
ამ მიღწევათა შეჯამების შემდეგ გამარჯვებულთა დასახელებაც დაიწყო. ისინი საზღვარგარეთ მოგზაურობითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოეს.
“ავერსის კლინიკის” საუკეთესო რეგისტრატორები აღმოჩნდნენ ხათუნა ლაბაძე ფილიალ “მარნეული 1-დან”, ეკატერინე გიორგაძე და ლეილა ხურციძე ცენტრალური ფილიალიდან ( I, II, III ადგილები).
ქოლცენტრის საუკეთესო ოპერატორად სოფიო ნაკაიძე მიიჩნიეს, საუკეთესო სანიტრების წოდება კი ხათუნა ჭარელმა (ბირთვული მედიცინის ცენტრი), ირინა გრიგალაშვილმა (“მარნეული 2”) და ნანა ქობულაშვილმა (ცენტრალური ფილიალი) დაიმსახურეს.
საუკეთესო ლაბორანტი გახდა მაია გეწაძე (“მარნეული 1”), საუკეთესო მედდების სტატუსი კი ნინო გერსამიამ (ცენტრალური ფილიალი), ქეთევან კიკვილაშვილმა (ცენტრალური ფილიალი) და ტატიანა ბერიძემ (“მარნეულის 2”) დაისაკუთრეს.
ჯერი ექიმებზე მიდგა. ყველაზე მომხიბვლელი ექიმის საპატიო ტიტული წილად ხვდა სოფიო ჩხენკელს, ყველაზე კომუნიკაბელურისა – ირმა პატარქლიშვილს (“თემქა”), ყველაზე კოლეგიალურისა – მარინა დეკანოზიშვილს (“ისანი”).
ყველაზე სრულყოფილი ისტორიის ავტორად ქეთევან ჩიტაიშვილი (ცენტრალური ფილიალი, “ისანი“) მიიჩნიეს, ყველაზე აკადემიურად – გიორგი გიორგობიანი.
ყველაზე გულისხმიერ ექიმის სტატუსი თინათინ კაცელაშვილმა (“მარნეული 1”) მოიპოვა, ყველაზე მეტი პაციენტი ედუარდ ზაქარეიშვილმა (გორი, თბილისი) მიიღო, ყველაზე შედეგიანი კი კახა ხაჭაპურიძე (ცენტრალური ფილიალი) აღმოჩნდა.
გეგმების შესრულების საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდათ სოფიკო საბანაძეს (ცენტრალური ფილიალი), ალექსანდრე ესაკიას (გორი, ცენტრალური ფილიალი) და ლეილა ყურბანოვას (“მარნეული 2”).
ყველაზე წარმატებულ განყოფილებად მარნეულის სამშობიარო დაასახელეს, საუკეთესო წარმომადგენლად კი ეკა გუგუციძე.
შრომისმოყვარეობის, ერთგულებისა და სტაბილური მუშაობისთვის ეკა მამალაძე დააჯილდოეს, მაღალი პროფესიონალიზმისა და მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის კი ადმინისტრაციის ოქროს თანამშრომელი მანანა ცერცვაძე გახდა.
ფილიალის საუკეთესო მენეჯერი აღმოჩნდა ირმა ბაბუაძე, პაციენტისა და “ავერსის” ყველაზე დიდი გულშემატკივარი – ივეტა დეისაძე (ბოგდან ხმელნიცკის ფილიალი). ყველაზე წარმატებულ ექიმებად აღიარეს მაკა მანია (ცენტრალური ფილიალი), მაია რურუა (რუსთავი, ცენტრალური ფილიალი) და ქეთევან გორელაშვილი (ბოგდან ხმელნიცკის ფილიალი).
რა თქმა უნდა, დაასახელეს კლინიკის უმშვენიერესი ქალიშვილიც – “მის ავერსის კლინიკა 2016-ის” ტიტული თამუნა კევლიშვილმა მოიპოვა.
მაგრამ დაჯილდოება ამით არ დამთავრებულა – შეკრებილებმა ფარული კენჭისყრით გამოავლინეს წვეულების რჩეული: ტატიანა დავიდოვა.
ღონისძიება ხალისიანად, მუსიკალური ნომრებისა და სიურპრიზების თანხლებით წარიმართა. დასახული გეგმები და თანამშრომელთა ენთუზიაზმი კი იმაზე მეტყველებს, რომ “ავერსის კლინიკა” გაისადაც არაერთ წარმატებულ პროექტს განახორციელებს.

თემები