Georgianenglishrussian

პროფესორი საშა იანკოვიჩი 29-30 მაისსს ოპერაციებს ,,ავერსის კლინიკაში’’ ჩაატარებს

2015.05.18

პროფესორი საშა იანკოვიჩი 29-30 მაისსს ოპერაციებს ,,ავერსის კლინიკაში’’ ჩაატარებს

პროფესორი საშა იანკოვიჩი, აღმოსავლეთ ევროპაში ართროსკოპიის ინსტრუქტორი, ,,ავერსის კლინიკას’’ მორიგი ვიზიტით 2015 წლის 29-30 მაისსს ეწვევა. პროფ. საშა იანკოვიჩი ,,ავერსის კლინიკის’’ ორთოპედ-ტრავმატოლოგებთან ერთად ჩაატარებს რეკონსტრუქციულ ოპერაციებს მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრებზე.

ოპერაციები ჩატარდება თანამედროვე ევროპული მეთოდების გამოყენებით.
პროფ. საშა იანკოვიჩმა ,,ავერსის კლინიკაში’’ წარმატებით ჩაატარა 20-ზე მეტი რეკონსტრუქციული ოპერაცია (მენისკების აღდგენა-გაკერვა, ჯვარედინა იოგების რეკონსტრუქცია, პოსტ-ტრავმული კონტრაქტურები, მუხლის სახსრის უკანა ჯვარედინა იოგის რეკონსტრუქცია ართროსკოპულად).

პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ აღნიშნული ოპერაციები ,,ავერსის კლინიკა’’ შესაძლებლობას აძლევს ოპერაციის შემდგომ პერიოდში ჩაიტარონ რეაბილიტაციის სრული კურსი.
პაციენტების რაოდენობა შეზღუდულია.

პაციენტების ჩაწერა ოპერაციისთვის დაწყებულია და გაგრძლედება 28 მაისამდე.

მისამართი: თბილისი, 0160 ვაჟა-ფშაველას 27ბ. 
ტელ: (+995 32) 2500 700 - ,,ავერსის კლინიკის’’ საინფორმაციო სამსახური.
კონსულტაციებსა და წინასაოპერაციო კვლევებს ჩაატარებს ,,ავერსის კლინიკის’’
ორთოპედ-ტრავმატოლოგი - პაატა ღუდუშაური 599 77 53 97

თემები