Georgianenglishrussian

ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე ნერვების ინტრაოპერაციული მონიტორინგით

2015.03.10

ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე ნერვების ინტრაოპერაციული მონიტორინგით

,,სიახლე, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ხორხის შებრუნებული ნერვის დაზიანების ალბათობას ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციების დროს’’

,,ავერსის კლინიკა’’ კიდევ ერთ სიახლეს გთავაზობთ.

პირველად ამიერკავკასიაში ფარისებრ ჯირკვალზე, (მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან) ჩატარდა ოპერაციები MEDTRONIC-ის ფირმის NIM-Response 3.0 აპარატის გამოყენებით.
აღნიშნული აპარატი საშუალებას აძლევს ქირურგებს ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციების მსვლელობის დროს განახორციელონ ხორხის შებრუნებული ნერვისა და ხორხის ზედა ნერვის გარეთა ტოტის (Nervus laryngeus recurrens , Sup. Laryngeal N. Ext. Br) მონიტორინგი. ამ მეთოდის დანერგვა საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს ზემოთ აღნიშნული ნერვების დაზიანებით გამოწვეული დამბლები, რომელთა კლინიკური გამოვლინებაც არის ხმის, მეტყველებისა და ყლაპვის ფუნქციის მოშლა ან სრული დაკარგვა. 
პაციენტთა შორის, ერთ-ერთი გახლდათ პროფესიონალი მომღერალი, რომელმაც უდიდესი სიამოვნებით აღნიშნა, რომ ოპერაციის შემდეგ არა თუ ხმის ძალა, არამედ ხმის ტემბრი და სიმაღლეც ( ტონალობაც) არ აქვს შეცვლილი.
ჩვენი ქირურგების სასახელოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ MEDTRONIC-ის ფირმის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ევროპაში, მიჰაი რადუტამ, რომელიც ესწრებოდა ოპერაციების მსვლელობას, აღნიშნა, რომ ჩატარებული ოპერაციების ხარისხი შეესაბამება ამერიკული გაიდლაინებით მოწოდებულ სტანდარტებს.

თემები