Georgianenglishrussian

ავერსის კლინიკის სიმსუქნის სკოლა

2015.02.03

ავერსის კლინიკის სიმსუქნის სკოლა

,,სიმსუქნის სკოლა’’ წარმოადგენს კომპლექსურ მიდგომას ჭარბი წონის დასამარცხებლად, რომელიც მოიცავს:

  • სალექციო კურსს
  • ენდოკრინოლოგის კონსულტაციას
  • დიეტოლოგის კონსულტაციას
  • ქირურგის კონსულტაციას
  • ფართო სპექტრის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს
  • ფიტნესს

 

2015 წლის 8 თებერვლიდან ,,ავერსის კლინიკაში’’ ფუნქციონირებას იწყებს ,,სიმსუქნის სკოლა“, რომელთან ერთადაც თქვენ შეძლებთ დაამარცხოთ სიმსუქნე ზედმეტი კვებითი შეზღუდვების გარეშე.

პირველ რიგში ჩატარდება უფასო გაცნობით ლექცია-სემინარი, რომელზეც სხვადასხვა დარგის პროფესიონალი ექიმები გაგაცნობენ სიმსუქნის რისკებსა და ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მკურნალობის მეთოდებს.

თითეული მსურველისათვის დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგის მიერ შედგება კომპლექსური, ინდივიდულური სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს  ლაბორტორიული და ინსტრუმენტული კვლევების ფართო სპექტრს, ფიტნესს, საჭიროების შემთხვევაში  ქირურგიულ მკურნალობას.

ჩვენთან ერთად ისწავლით ცხოვრების ჯანსაღ წესს, რისი საშუალებითაც შეძლებთ თქვენთვის სასურველი ფორმის მიღწევასა და შენარჩუნებას.

 

პირველი ლექცია სემინარი ჩატარდება 2015 წლის 8 თებერვალს, 14.00 სთ-ზე.

 

მსურველების ჩაწერა მიმდინარეობს ქოლ-ცენტრის საშუალებით.

მისამართი: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 27ბ

ტელეფონი: 2500 700;

 

 

თემები