Georgianenglishrussian

ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი

ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის 16

ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი წარმოადგენს მრავალპროფილურ ამბულატორიულ  სარეაბილიტაციო სამსახურს, სადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ სარეაბილიტაციო პროცედრების სრული სპექტრი.

 

ავერსის რეაბილიტაციის ცენტრის წარმატების საწინდარია:

  • ინდივიდუალური მიდგომა პაციენტებთან
  • მუშაობის გუნდური პრინციპი
  • მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
  • თანამედროვე აპარატურა
  • მაღალკვალიფიციური სპეციალისტები

 მრავალპროფილური სარეაბილიტაციო სამსახური: 

  • ნეირორეაბილიტაცია;
  • რეაბილიტაცია ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში.
  • ძირითადი დაავადებების მკურნალობა;
  • ფუნქციური დარღვევებისა ან/და ინვალიდიზაციის რედუცირება;
  • გართულებების პრევენცია და მკურნალობა;
  • ფუნქციური უნარისა და აქტიურობების გაუმჯობესება.

 

ზოგადგამაჯანსაღებელი სექტორი:

  • აქტიური და სპორტული ფორმის დიდხანს შენარჩუნება;
  • უკეთესი სპორტული ფორმის მიღწევა;
  • დაავადებათა პრევენცია.

 


რეაბილიტაციის ჩვენებები:

  • ნევროლოგია - (ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დავადებები, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა; ნევრიტები, ნევრალგიები, სპასტიური კუნთოვანი რეაქციები, ფესვის კომპრესიის სინდრომი);
  • ორთოპედია, ქირურგია, სპორტული მედიცინა - ამოვარდნილობა, ართრიტები, ართროზები, სახსრის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა, კუნთის დაზიანებები (გაგლეჯა, დაჭიმვა და ა.შ.)
  • რევმატოლოგია - აქტიური ართრიტები, ტენდინიტები, ტენდოვაგინიტები, პერიართრიტები, მიალგია;
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები;
  • შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები;
  • ოტო-რინო-ლარინგოლოგიურ დაავდებები;
  • ენდოკრინულ პათოლოგიებს და სხვა.

 


აპარატული ფიზიოთერაპია

  • აპარატული ფიზიოთერაპია: ელექტრო; ულტრაბგერითი; ულტრამაღალი და ზემაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველით;
  •  მაგნიტოთერაპია;
  • ლაზეროთერაპია;
  • კრიოთერაპია;
  • ადგილობრივი დარსონვალიზაცია;
  • აპარატული ლიმფოდრენაჟი;
  • პარაფინოთერაპია;
  • ბიოფიდბეკთერაპია (ტუტორი);
  • მექანოთერაპია.

 ორთოპედიულ - ტრავმატოლოგიური სამკურნალომანიპულაციები;

 სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი;

 ჰიდროთერაპია - წყალქვეშა მასაჟი;

 სამკურნალო ვარჯიში აუზში.


კომბინირებული თერაპიის აპარატი -  Gymna combi 400


საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ სხვადასხვა სახის ელექტროთერაპია, ელექტროფორეზი, ასევე ულტრაბგერითი თერაპია და ფონოფორეზი ცალ-ცალკე და კომბინირებულად. 
აპარატი განეკუთვნება ე.წ. G.T.S.-Guided Therapy System აპარატებს, ანუ ექიმი თავად ირჩევს მკურნალობის მიზანს, მკურნალობის მეთოდს, ლოკალიზაციას, ხოლო აპარატი ავტომატურად არჩევს პროცედურის ყველაზე ოპტიმალურ პარამეტრებს. 

ელექტროთერაპიის ჩვენებები:

  • პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები ტკივილის სინდრომით;
  • ცენტრალური და პერიფერიული დამბლები;
  • ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ტროფიკული მოშლილობები;
  • ტრავმები,ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიები;
  • ცხიმოვანი ცვლის ეგზოგენურ-კონსტიტუციური მოშლა
  • ქრ.გინეკოლოგიური დაავადებები;
  • ქრ.პროსტატიტი, ქრ.ცისტიტი,ენურეზი, და ა.შ


ულტრაბგერითი თერაპიის ჩვენებები

  • შეხორცებითი და ნაწიბუროვანი დაავადებები (მათ შორის დამწვრობითი,ქრ.გინეკოლოგური დაავადებებით გამოწვეული;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და ტრავმული დაზიანებები;
  • ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები ;
  • პერიფერიული ნერვული სისტემის (მათ შორის სამწვერა და სახის ნერვის ) დაავადებები.


BTL- 5000 ლაზერის აპარატი BTL- 5000

აპარატის უპირატესობები:

  • იძლევა წითელი და ინფრაწითელი ლაზეროთერაპიის საშუალებას;
  • ზემოქმედებს როგორც ზედაპირულ, ისე ღრმა ქსოვილებზე;
  • მოქმედებს როგორც წერტილოვან, ისე დიდ ზედაპირებზე (ე.წ. ”ლაზერული შხაპი”);
  • გააჩნია უკვე მზა პროტოკოლები მედიცინის სხვადასხვა სფეროსთვის (ორთოპედია, ოტო-ლარინგოლოგია, დერმატოლოგია, პედიატრია, ზოგადი პრაქტიკა, სპორტული მედიცინა და ა.შ.)


ჩვენებები:

  •  ოტო-რინო-ლარინგოლოგია - შუა ყურის მწვ. და ქრ. ანთება, დაფის აპკის პერფორაცია,ვაზომოტორული რინიტი, სინუსიტი, , ტონზილექტომიის შემდგომი მდგომარეობა, ტონზილიტი.
  •  ნევროლოგია - ნევრალგია, შაკიკი, სახის ნერვის პარეზი, მიორელაქსაციის საჭიროება და ა.შ.;
  •  ორთოპედია-ტრავმატოლოგია - ართრიტები, ართროზები, ბურსიტები, ”ქუსლის დეზი”, ეპიკონდილიტი, დაჟეჟილობა, ჰემატომა, დუპუიტრენის კონტრაქტურა, ”გვირაბის” სინდრომი, , პატელას ქონდრომალაცია და ა.შ
  •  ამპუტაციური და ფანტომური ტკივილები;
  •  ოსტეოგენეზის სტიმულაცია - დუნედ შეხორცებადი მოტეხილობები; 
  •  ფართოდ იხმარება სტომატოლოგიასა( ლვეოლიტი,ინფექციური ანგულიტი, აფტოზური სტომატიტი, გინგივიტი, ჰერპესი, სისხლმდენი პულპიტი, ღრძილების ჰიპერმგრძნობელობა, პარადონტიტი, პულპიტი და ა.შ.) და დერმატოლოგიაში (კელოიდური ნაწიბური, ახალი ნაწიბური, დამწვრობა, ნაწოლები, დერმატიტი, ეგზემა, ფურუნკულები), გინეკოლოგისა და უროლოგიაში.


მოკლეტალღოვანი თერაპიის უნივერსალური აპარატი Thermatur 200 *

  • ავტომატური გამმართველი სისტემით;
  • სხეულის ნებისმიერ უბანზე.

ჩვენებები:

  • სახსრების ანთებითი,დისტროფიულ-დეგენერაციული ცვლილებები;
  • ვერტებროგენული სინდრომები;
  • მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი;
  • ტრავმები; მყესების, კუნთების გაგლეჯა,გადაძაბვა;
  • ნევრალგიები;
  • ფურუნკული, კარბუნკული,ინფილტრატი;
  • შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები;
  • ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებები.


ლოკალური კრიოთერაპია - kryotur 600 *

  • სწრაფი ანალგეზიური ეფექტი;
  • ანთებისა და შეშუპების პრევენცია;
  • წინასწარი მომზადება სამკურნალო ვარჯიშისა და ერგოთერაპიისთვის (ტკივილის კუპირება და კუნთის ტონუსის დაქვეითება);
  • მკურნალობის ხარჯებისა და ხანგრძლივობის შემცირება 1/3-ით (Hufeland Cliniks Weimar მონაცემებით).


ტრენაჟორი ARTROMOT-K1: მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრისთვის

  • იძლევა სახსრების უსაფრთხოდ, უმტკივნეულოდ და დოზირებულად დამუშავების შესაძლებლობას.
  • იმართება პულტით, იძლევა ბარძაყის სახსრის 115 გრადუსამდე და მუხლის სახსრის 120 გრადუსამდე მოხრა/გაშლის შესაძლებლობას, დატვირთვის ზუსტი, თანდათანობითი მატებით.


ჩვენებები:

  • სახსრებზე წარმოებული ოპერაციების ( ენდოპროტეზირების, იოგების პლასტიკის, მენისკექტომიის და ა.შ.) შემდეგ; 
  • სახსრის ტრავმების აღდგენით პერიოდში;
  • სახსრის კონტრაქტურის თავიდან ასაცილებლად;

თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა დატვირთვის სიჩქარე, ამპოლიტუდა, სიხშირე და ინტენსიობა.


MEDISLIPPER 1000 – საუკეთესო ტრენაჟორი კოჭ-წვივის სახსრის პასიურ-აქტიური დამუშავებისთვის

ჩვენებები:

  • სახსრის იოგოვანი აპარატის ტრავმის, კუნთების დაზიანებისა და მოტეხილობების შემდგომი რეაბილიტაციისთვის, პოსტოპერაციული აღდგენითი თერაპიისთვის.
  • იძლევა სახსრის ფაქტიურად ყველა მიმართულებით მოძრაობის საშუალებას (დორსალური და ნაწილობრივი ცირკუმდიქციის, დორზალური და პლანტარული ფლექსიის ( მოხრის), პრონაციის, ვარიზაციისა და ვალგიზაციის შესაძლებლობას).


MOTOmed - ზედა და ქვედა კიდურების სავარჯიშოდ ნერვული და ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიებისას 

ჩვენებები:

  • ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისას;
  • თავის და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციისას; 
  • თავის და ზურგის ტვინზე წარმოებული ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაზიანებების დროს; 
  • იძლევა ოთხივე კიდურის პასიურ, -პასიურ-აქტიურ და აქტიურ რეჟიმში დამუშავების შესაძლებლობას, ამასთან აძლიერებს მუცლის და ზურგის კუნთებს.

თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა დატვირთვის ფორმა და ინტენსიობა.

სერვისები


ექიმები


კერვალიშვილი ნინო
კერვალიშვილი ნინო
ფიზიოთერაპევტი
მირზიაშვილი მაკა
მირზიაშვილი მაკა
რეაბილიტაცია

თემები