Georgianenglishrussian

რუსთავის ფილიალი

მესხიშვილის ქ. 3ა

2008 წლის 27 მაისს ქ. რუსთავში გაიხსნა ავერსის კლინიკა. კლინიკაში გახსნის დღიდან ყოველდღიურად მატულობს პაციენტთა რაოდენობა.

რუსთავის კლინიკაში ფუნქციონირებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკური ლაბორატორია, სადაც ტარდება 500–მდე სახის კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ებოტის, როშეს და სხვა მსოფლიო ლიდერი კომპანიების კომპიუტერიზებულ სადიაგნოსტიკო ანალიზატორებზე. რუსთავის ავერსის კლინიკა მსოფლიო დონის მრავალპროფილიანი დღის სტაციონარის ტიპის დაწესებულებაა, სადაც პაციენტთა განკარგულებაშია თანამედროვე გაიდლაინებითა და სამედიცინო ტექნოლოგიებით მომუშავე გინეკოლოგი,ენდოკრინოლოგი,თერაპევტი/ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, რევმატოლოგი, სტომატოლოგი (თერაპევტი, ქირურგი, ორთოპედი). ასევე ფუნქციონირებს რენტგენის და ულტრასონოგრაფიული კაბინეტი.

კლინიკაში მოსულ პაციენტს დახვდება პროფესიონალთა გუნდი, კომფორტული გარემო და კეთილგანწყობილი პერსონალი, რაც მათი სამედიცინო პრობლემების ყველაზე შედეგიანად და ეფექტურად გადაწყვეტის უტყუარი წინაპირობაა.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30სთ; შაბათი 10:00-17:30 სთ; 

ექიმები


მაისურაძე დავითი
მაისურაძე დავითი
კარდიოლოგი
რურუა-გიორგაძე მაია
რურუა-გიორგაძე მაია
ენდოკრინოლოგი
გაბელაია ნანა
გაბელაია ნანა
სტომატოლოგი-თერაპევტი, ბავშვთა თერაპევტი
ქიმუცაძე  ნუნუკა
ქიმუცაძე ნუნუკა
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
ონიანი შორენა
ონიანი შორენა
გინეკოლოგი
ფალავანდიშვილი ანა
ფალავანდიშვილი ანა
რენტგენოლოგი

თემები