Georgianenglishrussian

ლაფაჩიშვილი ეკა

ლაფაჩიშვილი ეკა
ექოსკოპიური სამსახურის კოორდინატორი

ელ-ფოსტა:   Eka.lapachishvili@aversi.ge

ენები:             ქართული, ინგლისური, რუსული              

განათლება:  

  • 1992-1999 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება:

  • ,,ავერსის კლინიკის“ ექიმი რადიოლოგი, ულტრასონოგრაფიული სამსახურის კოორდინატორი
  • სუბსპეციალობა – ფიბროელასტომეტრია

სერთიფიკატები/ კვალიფიკაცია/ ტრენინგები:

  • 1999 - უნიფიცირებული სახელმწიფო სერთიფიკატი ზოგადი პროფილის ექიმი-მკურნალის სტატუსით
  • 2004 - სახელმწიფო სერთიფიკატი რადიოლოგიაში
  • 2012 - სერტიფიკატი ფიბროლეასტომეტრიაში
  • 2000 - ულტრაბგერითი გამოკვლევებისა და ლაზეროთერაპიის რესპუბლიკური ცენტრი (თერაპიის ეროვნული ცენტრი), ულტრასონოგრაფიის შემსწავლელი კურსი დ. ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით
  • 2001 - ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ულტრასონოგრაფიის განყოფილება, უმცროსი ექიმის სამუშაო გამოცდილება მედ. მეც. დოქტორის, ა. მინდაძის ხელმძღვანელობით
  • 2003-2004 - აკად. დ. ტატიშვილის ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კვლევითი ცენტრის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული კურსი და სამუშაო გამოცდილება

გრანტები, პროექტები, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა:

  • 2003 - აპრილი: ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტის გასტრო-ენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიის და ენდოკრინოლოგიის კათედრის პროფესორის, გერმანიის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის საზოგადოების პრეზიდენტის პროფ. მიხაილ გებელის ლექცია - სემინარების კურსი: ,,უახლესი მიღწევები ულტრასონოგრაფიაში,         გასტროენტეროლოგია-ჰეპატოლოგია”
  • 2003 - ივნისი: რუსეთის სამედიცინო აკადემიის პოსტდიპლომური განვითარების აკადემიის აკადემიკოსის, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კათედრის ხელმძღვანელის, მ. ვ. მიტკოვის ლექცია-სემინარების კურსი
  • 2006-2008 - მონაწილეობა თბილისის თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ინსტიტუტის უწყვეტი განათლების სხვადასხვა პროგრამებში
  • 2009 - აპრილი: ლატვია, ქ. რიგა, კონფერენცია და კვალიფიკაციის კურსი თემებზე: ,,დოპლეროგრაფია მეანობა-გინეკოლოგიაში, ორსულობის I –II ტრიმესტრის სკრინინგი, მოცულობითი ექოსკანირება 3D - 4D რეჟიმში”
  • 2010 - ივნისი: უკრაინა, ყირიმი,  მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში: ,,ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აქტუალური პრობლემები‘’
  • 2011 - ნოემბრიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი: ულტრასონოგრაფიის რეზიდენტურის კურსზე პასუხისმგებელი პირი, ლოკალური ხელმძღვანელი
  • 2012 - ივნისი: უკრაინა, ქ. კიევი ,,ეფერენტული თერაპიის კლინიკა”,ფიბროელასტოგრაფიის კურსი პროფ. ვ.დ. ჩორნომიზთან
  • 2012 - ნოემბერში: ფრანგული კომპანია ECHOSENS- ის ტრეინინგ - კურსი და სერტიფიკატი N: UL059111273 სპეციალობით ფიბროელასტომეტრია
  • 2015 - ნოემბერი: მონაწილეობა ორსულთა პათოფიზიოლოგიის 47-ე საერთაშორისო (მსოფლიო) კონგრესში
  • 2016 - მარტი: თბილისი, რუსეთის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტის, პროფ. მედვედევის ლექცია-სემინარების კურსი
  • 2016 - ოქტომბერი,  ავსტრია, ქ. ვენა, კომპანია GE-ის (VOLUSON)  კურსი მეანობა– გინეკოლოგიაში
  • 2017 აპრილი –ბელორუსია, ქ.მინსკი, ,,ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტოლოგიის ცენტრი“ –  სამუშაო გამოცდილება
  • 2017 ნოემბერი- იან დონალდის სახელობის საერთაშორისო საუნივერსიტეტო სკოლის მე-4 სკოლა-კონფერენცია ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში 

ნაშრომები და პუბლიკაციები:

  • 2009 - ,,სანაღვლე გზების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის თავისებურებანი”
  • 2010 - ,,ულტრასონოგრაფიის როლი მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკაში’’