Georgianenglishrussian

უცხოელ პაციენტებთან ურთიერთობის სამსახური

“ავერსის კლინიკაში“ ფუნქციონირებს უცხოელ პაციენტებთან ურთიერთობის სამსახური.

სამსახურის მიზანია მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას საერთაშორისო რეზიდენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკას მომართავენ სამკურნალოდ.

კვალიფიციური და გადამზადებული კადრები დაგეხმარებიან საქართველოში მთლიანი ტურის დაგეგმვაში. ჩვენი სერვისებია:

სამედიცინო დახმარება - „ავერსის კლინიკაში“ სასურველ სპეციალისტთან ვიზიტისა და საჭირო კვლევების დროულად ჩატარების ორგანიზება. მკურნალობის მთელ პროცესში პაციენტის გვერდით ყოფნა და დახმარება.

დოკუმენტაციის წარმოება - პაციენტის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი  ფინანსური თუ არაფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგებაში დახმარება.

ტრანსპორტირება - საჭიროების შემთხვევაში სამკურნალოდ ჩამოსული საერთაშორისო რეზიდენტის ტრანსპორტირება აეროპორტიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან აეროპორტამდე

განთავსება - საჭიროების შემთხვევაში სტუმარი პაციენტის განთავსება მისთვის სასურველ სასტუმროსა თუ ბინაში

უცხოელ ტურისტებთან ურთიერთობის სამსახური ემსახურება როგორც ინგლისურენოვან, ასევე რუსულ, არაბულ, თურქულ და აზერბაიჯანულენოვან პაციენტებს.

თამარ სვანიძე - რუსულენოვან პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი, სამსახურის უფროსი

მუნა ალქენი - არაბულენოვან პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი

აიდა ხიალოვა - თურქულ და აზერბაიჯანულენოვან პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი

ასიმა ზეინალოვა - თურქულ და აზერბაიჯანულენოვან პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი