თინათინ ბუკია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი

დაბადების თარიღი: 16.10.1938 წ.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

განათლება:

1945–1956 წწ. – დაამთავრა ქ. თბილისის 58–ე საშ. სკოლა ოქროს მედლით.
1956–1962 წწ.– დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სპეციალობა – სამკურნალო საქმე.

შრომითი საქმიანობა:

1962–1979 წწ. – თბილისის აკად. კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტი.
1962 – 1972 წწ. – უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი,
1972 – 1979 წწ. – უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.
1979–2006 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. კლინიკო– ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრა.
1979 – 1986 წწ. – კათედრის დოცენტი,
1986 – 2006 წწ. – კათედრის გამგე.
2002 წ–დან – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დარგობრივი სალიცენზიო საგამოცდო კომისიის და სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე სპეციალობაში „ლაბორატორიულიმედიცინა“.
2003 წ–დან – სარეზიდენტო პროგრამის „ლაბორატორიული მედიცინა“ პროგრამდირექტორი.
2001 წ. – მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ლაბორატორიული საქმე“ № 009084, სერია ა 63.
2004 წ–დან – თსსუ აკად. ს. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
2006 წ. – არჩეულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორატორიული მედიცინის მიმართულების სრულ პროფესორად.
2006წ. – დანიშნულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
2008წ. – დანიშნულია შპს „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიული სამსახურის კონსულტანტად.
2009წ. - არჩეულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორატორიული მედიცინის მიმართულების სრულ პროფესორად (4 წლის ვადით).

სამეცნიერო მოღვაწეობა:

1970 წ. – მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (სპეციალობა: ჰემატოლოგია და სისხლის გადასხმა 14.00.29). დისერტაციის თემა ––„თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის სტრუქტურულ–ჰისტოქიმიური ცვლილებები ექსპერიმენტული ლეიკოზის დროს“.
2002 წ. – მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (სპეციალობა: ჰემატოლოგია და სისხლის გადასხმა 14.00.29). დისერტაციის თემა – „ჰემატოლოგიური მაჩვენებლები მამაკაცებში უროგენიტალურიქლამიდიოზის მიმდინარეობის პროგნოზირებაში“.
– მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო დისერტაცია.
– დასტამბული აქვს 86 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 3 მეთოდური რეკომენდაცია.
– სამეცნიერო კონფერენციებზე მოხსენებულია შრომები: თბილისში (1971,1972,1974, 1975,1981,1982,1991,2001), იაპონიაში, კიოტოში(1972), კიევში(1973), უფაში(1973), ტაშკენტში (1976), ქუთაისში(1977), მოსკოვში(1978, 1990), ტალინში (1985), საფრანგეთში,კანში(2002), ფლორენციაში(2008).

საზოგადოებრივი საქმიანობა:

1998 წ–დან – არჩეულია „ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის“ თავმჯდომარედ .
1986-2005 წწ. – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის დიდი საბჭოს (სამეცნიერო–პედაგოგიური) წევრი.
1993–1998წწ. – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფკომიტეტის თავმჯდომარე.
1998–1999 წწ. – ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო აკადემიის თერაპიული ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე.
2000–2003 წწ. –დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საფაკულტეტშორისო საბჭოს წევრი.
2004–2005 წწ. – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საფაკულტეტო საბჭოს წევრი.
2004–2005 წწ. – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მედიკო–ბიოლოგიური ფაკულტეტის ექსპერტთა სამეცნიერო საბჭოს წევრი.
2001–2005 წწ. – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლაბორატორიული დარგის მართვის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2004 წ–დან – – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ლაბორატორიულ მედიცინაში.
2006–2007 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
2007 წ–დან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

ზემოთ