ბარიატრიული ქირურგია

ბარიატრიული ქირურგია

,,ავერსის კლინიკაში'' წლებია ფუნქციონირებს ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტი. ბარიატრიული ქირურგიის საშუალებით მიიღწევა წონის ჯანსაღი კლება ხანგრძლივ დროზე გათვლილი შედეგებით.

,,ავერსის კლინიკაში” ტარდება 2 ტიპის ბარიატრიული ოპერაცია:


•ლაპაროსკოპიული სლივ-გასტრექტომია

•ლაპაროსკოპიული გასტროპლიკაცია

ლაპაროსკოპიული სლივ-გასტერექტომიის, დროს ხდება კუჭის დიდი სიმრუდის რეზექცია, კუჭის მოცულობის შემცირება, კუჭი იღებს მილის ფორმას. სწორედ კუჭის ამოკვეთილ ნაწილში ხდება შიმშილის ჰორმონის – გრელინის გამომუშავება. ოპერაციის შემდეგ პაციენტი იღებს მცირე რაოდენობის საკვებს, მალე უჩნდება დანაყრების შეგრძნება და შედეგად იკლებს წონაში.
ლაპაროსკოპიული გატროპლიკაციის დროს ხდება კუჭის მოცულობის შემცირება. (მოკვეთის გარეშე).

 ექიმი ენდოკირნოლოგები და დიეტოლოგები უზრუნველყოფენ საოპერაციო პაციენტის ოპერაციამდელ მომზადებას და ოპერაციის შემდგომ წონის კორექციის მონიტორინგს.
ოპერაციიდან 12-18 თვის განმავლობაში პაციენტები იკლებენ რამდენიმე ათეულ კილოგრამს, ასევე ადგილი აქვს შაქრის დონის ნორმალიზაციას სისხლში.

• სლივ-გასტრექტომიის შედეგად ხდება ჭარბი წონის კლება 60-70 %-ით.

• გასტროპლიკაციის შედეგად ხდება ჭარბი წონის კლება 50-60 %-ით.

აღსანიშნავია, რომ ,,ავერსის კლინიკაში“ ფუნქციონირებს ,,წონის კორექციის ცენტრი’’. პროგრამა მოიცავს ჭარბი წონის მკურნალობის ერთიან, კომპლექსურ სისტემას, რომელშიც ერთიანდებიან ექიმი დიეტოლოგი, ენდოკრინოლოგი, ბარიატრიული ქირურგი, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები, გამაჯანსაღებლი სექტორი.

ბარიატრიული ტიპის ოპერაციები ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიერ.

იხილეთ ვიდეო

ზემოთ