ენდოკრინული ქირურგია

ენდოკრინული ქირურგია

 ,,ავერსის კლინიკაში''  ხორციელდება ოპერაციების  სრული  სპექტრი  ფარისებრ ჯირკვალზე კვანძოვანი, მრავალკვანძოვანი,  ტოქსიური ჩიყვის და აუტოიმუნური თირეოიდიტის, ფარისებრი ჯირკვლის ადენომისა და ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოზირების დროს.

,,ავერსის კლინიკაში'' ტარდება ფარისებრი ჯირკვალის ავთვისებიანი  სიმსივნეების კომბინირებული მკურნალობა.  ფარისებრი ჯირკვლისა  და კისრის წინა–გვერდითი ნაწილების, ლავიწზედა და ლავიწქვეშა, აგრეთვე შუასაყრის წინა–ზედა ნაწილის ლიმფური კვანძების ამოკვეთა  შემდგომი რადიაქტიული იოდით მკურნალობის კურსით.

საქართველოში მხოლოდ «ავერსის კლინიკაში» ტარდება - ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების მცირეინვაზიური ქირურგია ( უსისხლო ოპერაცია).  ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების სკლეროდესტრუქცია  და ლაზერული თერმოაბლაცია.  პარათირეოიდული ჯირკვლის ასპირაციული ბიოფსია შემდგომი ციტოლოგიური კვლევით.  ჯირკვლის სკლეროდესტრუქცია.

 ,,ავერსის კლინიკაში'' ტარდება ოპერაციების  სრული  სპექტრი  პარათირეოიდულ ჯირკვალზე პირველადი  და მეორადი   ჰიპერპარათირეოზის, პარათირეიოდული ჯირკვლების  ცისტის , ადენომისა და კიბოს დროს. ასევე ტარდება პარათირეოიდული ჯირკვლის აუტოტრანსპლატაცია, ოპერაციები თირკმელზედა ჯირკვლებზე.

საქართველოში  მხოლოდ «ავერსის კლინიკაში»  ტარდება ოპერაციები  ფარისებრ  და პარათირეოიდულ ჯირკვლებზე შებრუნებული  ნერვის ინტრაოპერაციული  მონიტორინგით,  რაც გვაძლევს  ხმოვანი იოგების დამბლის შემთხვევათა მაქსიმალურად შემცირების  საშულებას.

 

ზემოთ