ანგიოლოგია

ანგიოლოგია

 ,,ავერსის კლინიკის'' ანგიოლოგიური დეპარტამენტი გთავაზობთ, როგორც ქირურგიული, ასევე კონსერვატულ მკურნალობასა და ენდოვასკულურ მცირედ ინვაზიურ თერაპიას.

2012 წლიდან კლინიკაში ფუნქციონირებს ,,კიდურის შემანარჩუენებლი ცენტრი'', რომლის არსებობამაც არაერთ ადამიანს მისცა კიდურის შენარჩუნების შესაძლებლობა. 

,,ავერსის კლინიკის'' ანგიოლოგიურ დეპარტამენტში შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც კონსერვატული ასევე ქირურგიული მკურნალობა შემდეგი პათოლოგიების დროს: დიაბეტური ტერფი, იშემიური ქვემო კიდური, ვაზოსპასტიური დაავადებები, ღრმა ვენების თრომბოზი, სხვადასხვა გენეზის ტროფიკული წყლულები, ლიმფოსტაზი, ცელულიტი.საძილე არტერიების ენდარტერექტომია (იშემიური ინსულტის  პრევენციის მიზნით), ქვემო კიდურების არტერიების შუნტირება (ქვემო კიდურების იშემიის დროს), ქვემო კიდურების ფლებექტომია (ჰემოდინამიკური, მინიინვაზიური, კოსმეტიკური წესით), დიალიზის პაციენტებისათვის არტერიო-ვენოზური ფისტულის ფორმირება (მათ შორის პროთეზის გამოყენებით), სხვადასხვა სისხლძარღვოვანი სიმსივნეებისა და მალფორმაციების მკურნალობა (ქემოდექტომა, არტერიო-ვენოზური მალფორმაციები, ჰემანგიომა), გულმკერდისა და მუცლის აორტის ანევრიზმისა და სტენო-ოკლუზიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა.    

ენდოვასკულური თერაპია: ბრაქიო-ცეფალური არტერიების ბალონირება-სტენტირება, (საძილე, ლავიწქვეშა), ვისცერული არტერიების ბალონირება-სტენტირება (თირკმლისა და მეზენტერული არტერიები), აორტისა და მისი ბიფურკაციის ბალონირება-სტენტირება, პერიფერიული მაგისტრალური სისლძარღვების ბალონირება-სტენტირება (ბარძაყის, მხრის არტერიები), მაგისტრალური ვენების (ლავიწქვეშა, თეძოს) ბალონირება-სტენტირება, სადიალიზო შუნტების ენდოვასკულური კორექცია, კავა-ფილტრის იმპლანტაცია (პულმონური ემბოლიზმის პრევენციის მიზნით), არტერიული და ვენური ემბოლიზაცია.

კლინიკაში წარმოებს როგორც არაინვაზიური, ასევე ინვაზიური დიაგნოსტიკური კვლევები:
 1. არტერიული და ვენური დოპლეროგრაფია
 2. გოჯ-მხრის ინდექსის დადგენა (ქვემო კიდურების იშემიის დროს)
 3. ფოტოპლეტიზმოგრაფია (ვენური სისტემის გამოსაკვლევად)
 4. პედოგრაფია (ტერფის რელიეფის შესწავლა) 
 5. პორტატული ფერადი დუპლექსსონოგრაფია 
 6. ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია 
(არტერიული და ვენური სისტემის რენტგენკონტრასტული კვლევა)
 7. კომპუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით

 

 

ზემოთ