დერმატოლოგია

დერმატოლოგია

,,ავერსის კლინიკის'' დერმატოლოგიურ დეპარტამენტში ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და  მკურნალობა: 

• ალერგოდერმატოზები;

• ვირუსული დაავადებები;

• თმის და თავის კანის დაავადებები; 

• კანის ინფექციური დაავადებები;

• სოკოვანი დაავადებები;

• სებორეა, ვულგარული ფერიმჭამელები (აკნე), ვარდისფერი ფერიმჭამელები (როზაცეა).

• ლიქენები;

• პარაზიტული დაავადებები;

კანის დაავადებების ინსტრუმენტული გამოკვლევა, დიაგნოსტიკა და მონიტორინგი ხდება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. აღებული პათოლოგიური მასალის (თმა, ქერცლი, ფრჩხილი, ჩირქი) დათესვა, მასში მიკრორგანიზმების იდენტიფიკაცია და ანტიბიოტიკბის მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა ხდება, ფრანგული ფირმა Bio Meriux-ის, უახლეს ავტომატურ ანალიზატორზე “VITEK-2”. რადიოიმონოლოგიური, ქემილუმისცენტული და იმუნოფერმენტული კვლევები, ტარდება  Hoffmann La Roche, Berthold Technologies-ისა და Beckman Coulter Company-ის აპარატურით.

კანის დაავადებათა დიაგნოსტიკა უახლესი აპარატურის (იტალიური GIMA-ს ვუდის ნათურით და ამავე ფირმის დერმატოსკოპის) საშუალებით. როგორც დერმატოლოგიური, ასევე სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა მკურნალობა უახლესი მეთოდებით, ანონიმურობის გათვალისწინებით.

 კოსმეტოლოგიური კაბინეტი - ყველა ტიპის კანის სამკურნალო, აღდგენითი, გამაჯანსაღებელი და მოვლითი პროცედურების ჩატარება. ფერმენტული ფილინგი, კანის მექანიკური აშრევება უახლესი აპარატურით. კაპილარული ტელეანგიოექტაზიების მოშორება თანამედროვე მონოპოლარული ელექტროკოაგულატორით. ყველა ტიპის აკნეს მკურნალობა კომბინირებული (მედიკამენტოზური და dr. R. A. Eckstein)-ის მეთოდით. 

 

 

 

ზემოთ