ენდოკრინოლოგია

ენდოკრინოლოგია

,,ავერსის კლინიკის'' ენდოკრინოლოგიურ დეპარტამენტში შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი ენდოკრინული დაავადებების სრულყოფილი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

  • ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ორსულთა დიაბეტი
  • სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, კვანძოვანი ჩიყვი, იოდდეფიციტური დაავადებები, თირეოიდიტები)
  • ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები (ჰიპერპარათირეოზი, ჰიპოპარათირეოზი)
  • ჰიპოფიზის დაავადებები
  • თირკმელზედა ჯირკვლების
  • ოსტეოპოროზი
  • მამაკაცთა სქესობრივი ფუნქციის დარღვევა

 კლინიკაში ფუნქციონირებს ბავშვთა ენდოკრინოლოგიური კაბინეტი.

ენდოკრინული დაავადებების სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება:

 

  • ულტრაბგერითი გამოკვლევა 
  • რენტგენოგრაფია
  • სცინტიგრაფია (ფარისებრი ჯირკვლის, ფარისებრახლო ჯირკვლების, მთელი სხეულის)
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (თირკმელზედა ჯირკვლების)
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების)
  • წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (ფარისებრი ჯირკვლის)

 

ასევე, კლინიკაში ფუნქციონირებს ,,სიმსუქნის სკოლა''. ის წარმოადგენს კომპლექსურ მიდგომას ჭარბი წონის დასამარცხებლად, რომელიც მოიცავს:

  • სალექციო კურსს
  • დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგის კონსულტაციას
  • ფართო სპექტრის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს
  • ფიტნეს
  • ქირურგიულ მკურნალობას

იხილეთ ვიდეო

 

ზემოთ