ენდოსკოპია

ენდოსკოპია

,,ავერსის კლინიკის'' ენდოსკოპიური დეპარტამენტი აღჭურვილია Olympus –ის (იაპონია) და Pentax-ის თანამედროვე ციფრული ვიდეო აპარატურით. ყველა გამოკვლევა ტარდება  დეზინფექციისა და სტერილიზაციის  საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, Johnson&Johnson-ის ფირმის უახლესი სარეცხი-სადეზინფექციო მანქანებით. პროცესი სრულად ავტომატიზირებულია.

განყოფილებაში ტარდება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

  •  ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია  ციფრული აპარატურის გამოყენებით, ვიწროსპექტრული და გამოსახულების გადიდების ფუნქციის ჩათვლით;
  •  კოლონოსკოპია ციფრული აპარატურის გამოყენებით, ვიწროსპექტრული და გამოსახულების გადიდების ფუნქციის ჩათვლით;
  •  რექტოსიგმოსკოპია  ციფრული აპარატურის გამოყენებით, ვიწროსპექტრული და გამოსახულების გადიდების ფუნქციის ჩათვლით;
  •  ბიოფსია;
  •  ენდოსკოპიური პოლიპექტომია კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან  ( მცირე ზომის პოლიპის მოკვეთა);
  •  ენდოსკოპიური პოლიპექტომია (დიდი ზომის პოლიპის მოკვეთა);
  •  ენდოსკოპიური პოლიპექტომია(„დაფენილი“ პოლიპის მოკვეთა);
  •  საყლაპავის შევიწროების ბალონური დილატაცია და ბუჟირება (გაგანიერება);
  •  საყლაპავის სტენტირება (პროტეზირება) თვითგაშლადი მეტალის სტენტებით სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შევიწროების დროს; 
  •  სისხლდენის შეჩერება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან;
  •  საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ლიგირება – გადაკვანძ;ა
  •  უცხო სხეულის ამოღება საყლაპავიდან და კუჭიდან;
  •  ენდოსკოპიური რეტროგრადული პანკრეატო–ქოლანგიოგრაფია (სანაღვლე სადინრების და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებით);
  •  ენდოსკოპიური პაპილოსფინქტეროტომია (სანაღვლე სადინრის თორმეტგოჯა ნაწლავთან მიერთების ადგილას ჩაჭრა და კენჭების ექსტრაქია – გამოღება სანაღვლე გზებიდან);
  •  სანაღვლე სადინრების სტენტირება – პროტეზირება სიმსივნით გამოწვეული შევიწროებების დროს;
  •  მექანიკური ლითოტრიფსია – სანაღვლე სადინრების კენჭების დაშლა;

 

ზემოთ