კარდიოლოგია

კარდიოლოგია

,,ავერსის კლინიკაში'' თქვენ შგიძლიათ ჩაიტაროთ კარდიოლოგიური დაავადებების სრულყოფილი დიაგნოსტიკა და მკრნალობა.

კარდიოლოგის კონსულტაცია.

ეკგ კვლევა INNOMED–ის ფირმის (უნგრეთი) 3 არხიანი აპარატით (კომპიუტერიზირებული სისტემა).

ექოკარდიოგრაფია - უახლესი მოდელის მაღალმგრძნობიარე, ფერადი ქსოვილოვანი დოპლერექოკარდიოგრაფი PHILIPS HD 11-XE (ჰოლანდია) და Logic Book (GE Healthcare აშშ), რომლის საშუალებითაც ხდება ჰემოდინამიკური პარამეტრების სრულყოფილი შესწავლა. 

ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედმილზე (სარბენ ბილიკზე) INNOMED – ის (უნგრეთი) აპარატით (კომპიუტერული მართვით). ტესტირების დროს ხდება სუბიექტური ნიშნების, ეკგ-ის წნევის ციფრების მუდმივი მონიტორირება საფეხურებრივად მზარდი დოზირებული ფიზიკური დატვირთვის პირობებში. გამოვლინდება: ფარული გ.ი.დ, გულის რიტმის დარღვევა, რომელიც ვერ ფიქსირდება ეკგ კვლევის დროს, შეფასდება ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა. 

24-საათიანი ეკგ და წნევის მონიტორირება - Argus ფირმის (უნგრეთი) ჰოლტერ მონიტორით გაკონტროლდება გულის რიტმი 24 საათის განმავლობაში ჩვეული ცხოვრების რეჟიმის პირობებში.

 

 

ზემოთ