ზოგადი ქირურგია

ზოგადი ქირურგია

,,ავერსის კლინიკაში'' თქვენ მიიღებთ მაღალ ხარისხიან ზოგად ქირურგიულ მომსახურებას, გამოცდილი, ევროპისა და ამერიკის კლინიკებში სტაჟირებული ქირურგების მიერ.  ,,ავერსის კლინიკაში'' ტარდება ყველა სახის  ზოგად ქირურგიული ოპერაციები, როგორც ლაპარასკოპიული ასევე ღია წესით.

 ,,ავერსის კლინიკაში'' ფუნქციონირებს თიაქრების მკურნალობის ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს ,,ავერსის კლინიკის’’ კლინიკური დირექტორი, ევროპის ქირურგთა საზოგადოების საბჭოს წევრი, პროფესორი - გიორგი გიორგობიანი. აქ თიაქრების მკურნალობის ინოვაციური მეთოდებია დანერგილი. კერძოდ, ბოლო თაობის უახლესი ამერიკული სინთეზური მასალის (ბადეების) საშუალებით,ჩვენი ქირურგები მკურნალობენ ისეთ რთულ შემთხვევბს, როდესაც საქმე ეხება ე.წ პოსტოპერაციულ თიაქრებს, რომლებიც სხვა დროს არიან ნაოპერაციები უშედეგოდ 2-ჯერ, 3-ჯერ და მეტად.  ასევე ,,ავერსის კლინიკაში'' კეთდება ნებისმიერი სახის თიაქარკვეთა და თიაქარპლასტიკა, მსოფლიოში მიღებული, ახალი, აპრობირებული პროტოკოლის მიხედვით. 

,,ავერსის კლინიკაში’’ ტარდება , როგორც დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია ასევე ლაპარასკოპიული ოპერაციები ნაღვლის ბუშტზე, სანაღვლე გზებზე,აპენდიციტის დროს, კუჭის პლასტიკური ოპერაცია სიმსუქნის გამო ე.წ სლივგასტრექტომია,სპლენექტომია.

წვრილ და მსხვილნაწლავზე ოპერაციები ტარდება, როგორც ღია ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით – კოლექტომია, ჰემიკოლექტომია, მსხვილი ნაწლავის რეკონსტრუქციული ოპერაცია, სწორი ნაწლავის წინა რეზექცია, წვრილი ნაწლავის რეზექცია.


   ლაპაროსკოპიული მეთოდით ჩატარებული ოპერაციები, გამოირჩევა მთელი რიგი უპირატესობებით - ღია წესით შესრულებულ ოპერაციებთან შედარებით:

  •  ნაკლებინვაზიურობა და ტრავმულობა;
  •  ჰოსპიტალიზაციის ვადების შემცირება;
  •  სწრაფი რეკონვალესცენცია;
  •  ცხოვრების ხარისხის სწრაფი გაუმჯობესება;
  •  კოსმეტიკური ეფექტი ;

 

 

 

ზემოთ