ვიროთერაპია რიგვირით

ვიროთერაპია რიგვირით

ვიროთერაპია

ვიროთერაპია კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდია. მკურნალობის ეს სახეობა ითვალისწინებს ვირუსების გამოყენებას, რომლებსაც აქვთ უნარი მიაგნონ  კიბოს უჯრედებს და გაანადგურონ ისინი. პირველი კვლევები ვირუსების ზემოქმედებაზე სპეციფიკურ დაავადებებზე  ჯერ კიდევ მე–20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო.

მსგავსი ვირუსების კლინიკური კვლევები ახლაც ტარდება ჩინეთის, იაპონიის, აშშ–ისა და კანადის წამყვან კლინიკებში, და დღესდღეობით  ონკოლოგიაში წარმოდგენილია ერთადერთი ცოცხალი ვირუსი ონკოტროპული და ონკოლიზური თვისებების მქონე, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირებულია და დანერგილია კლინიკურ პრაქტიკაში– წამალი RIGVIR®.

პირველი კვლევები ჯერ კიდევ 1960 წწ. დაიწყო ა. კირხენშტეინის სახ. მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში პროფესორ აინა მუცეინეცეს ხელმძღვანელობით, რომელიც აღიარებულია, როგორც ლატვიური ვიროთერაპიის დამფუძნებელი. ინსტიტუტში მდებარე ვიროთერაპიის ლაბორატორიაში იკვლევდნენ კუჭ–ნაწლავის ვირუსის 60 სახეობას, რამაც შემდგომში დაადასტურა, რომ ერთადერთი ვირუსი, რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ონკოტროპული და ონკოლიზური თვისებებით ECHO-7 ვირუსია. სელექციისა და მელანომისადმი ადაპტაციის შედეგად, ვირუსს დაარქვეს რიგვირი Rigvir. უამრავი კვლევის შედეგად, იყო დადგენილი, რომ Rigvir არ არის პათოგენური და არ გააჩნია გამრავლების უნარი ადამიანის ორგანიზმში.

პირველად Rigvir იყო დარეგისტრირებული ლატვიაში, ხოლო 2015წ. თებერვლიდან პრეპარატი დარეგისტრირებულია საქართველოშიც. დღესდღეობით 40–ზე მეტ ქვეყანაში პაციენტები მკურნალობენ ვიროთერაპიით სამედიცინო ტურიზმის მეშვეობით.

RIGVIR®

RIGVIR® მსოფლიოში პირველი წამალია, რომელიც წარმოადგენს კიბოს ვიროთერაპიას სიმსივნის საწინააღმდეგო და იმუნომამოდულირებელი მოქმედებით. რეგისტრირებულია ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ და დანერგილია კლინიკურ პრაქტიკაში.RIGVIR® შეიცავს ცოცხალ ადაპტირებულ, ონკოტროპულ და ონკოლიზურ, არაპათოგენურ, გენეტიკურად არამოდიფიცირებულ ენტეროვირუსს (ვირუსის შტამპი/ჯგუფი ECHO).

RIGVIR® ნაჩვენებია კიბოს სამკურნალოდ, რეციდივების, მეტასტაზებისა და მეორეული იმუნოდეფიციტის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, მოქმედებს როგორც იმუნომოდულატორი და ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს. RIGVIR®-ის კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება რამდენიმე ათასი პაციენტის მკურნალობისას დადასტურდა.

მოქმედების მექანიზმი

შეყვანის შემდეგ RIGVIR® პოულობს და არჩევით აინფიცირებს სიმსივნის უჯრედებს. ამ პროცესს ეწოდება ონკოტროპიზმი. RIGVIR® მრავლდება სიმსივნურ უჯრედებში და ანადგურებს მათ. ამ პროცესს ეწოდება ონკოლიზისი. ორივე პროცესი, ონკოტროპიზმიც და ონკოლიზისიც, სელექტიურია სიმსივნური უჯრედების მიმართ და მინიმალურად მოქმედებს ან საერთოდ არ მოქმედებს ჯანმრთელ უჯრედებზე.სიმსივნური უჯრედების განადგურების შემდეგ RIGVIR® ვრცელდება სხვა სიმსივნურ უჯრედებში. პროცესი მეორდება.

 

თვისებები

  • უსაფრთხო და ეფექტური
  • ადვილად ასატანი
  • მაღალი თერაპიული ინდექსი
  • აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს
  • გენეტიკურად არამოდიფიცირებული
  • ონკოტროპული და ონკოლიზური
  • ამბულატორიული გამოყენება
  • იმუნომამოდულირებელი მოქმედება

RIGVIR® რეგისტრირებულია მელანომის სამკურნალოდ. ასევე გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში კიბოს შემდეგი სახეობათა სამკურნალოდაც:

•          კუჭის კიბო

•          კოლორექტალური კიბო

•          კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო

•          შარდის ბუშტის კიბო

•          წინამდებარე ჯირკვლის კიბო

•          ფილტვის კიბო

•          საშვილოსნოს კიბო

•          თირკმლის კიბო

•          რამდენიმე სახის სარკომა

  • ლიმფოსარკომა,
  • ანგიოსარკომა,
  • რეტიკულოსარკომა,
  • რაბდომიოსარკომა

ვიროთერაპია. მკურნალობის პროცესი.

ვიროთერაპია RIGVIR®–ის მეშვეობით ინდივიდუალური თერაპიაა. კონკრეტულ პაციენტს  ვიროთერაპიით მკურნალობას  მაღალკვალიფიციური ექიმი–ონკოლოგი ან იმუნოლოგი უნიშნავს.

ვიროთერაპია გამოიყენება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის შუალედებში.

ვიროთერაპიის გამოყენების მეთოდი– ინტრაკუნთური ინექციები (ამბულატორიულად).

საუკეთესო შედეგები მიიღება ონკოლოგიის ადრეულ სტადიებზე. პაციენტს უგრძელდება  პოსტოპერაციული არარეციდიული პერიოდი და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

ვიროთერაპია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბოს ისეთი სახეობათა დროს, რომლებიც არ ექვემდებარება სხივურ თერაპიასა და ქიმიოთერაპიას და ასევე საკმაოდ აგრესიულია: მელანომა, ჰიპერნეფრომა.

დამატებითი ინფორმაციისთვის  ეწვიეთ ვიროთერაპიის საერთაშორისო ცენტრის ვებ–გვერდს: www.virotherapy.eu

ზემოთ