სიახლეების არქივი

„ავერსის კლინიკის“ რუსთავის ფილიალმა დაარსების მე–9 წლისთავი იზეიმა

„ავერსის კლინიკის“ რუსთავის ფილიალმა დაარსების მე–9 წლისთავი იზეიმა

2008 წლის 27 მაისს რუსთავში „ავერსის კლინიკის“ მეორე ფილიალი გაიხსნა. თავდაპირველად ის მხოლოდ ხუთი განყოფილებისგან შედგებოდა, 2012 წელს კი, მომხმარებელთა მოთხოვნისამებრ, გაფართოვდა და შედარებით სრულყოფილი სახე მიიღო. რუსთავის კლინიკის დაარსების მე–9 წლისთავი ფილიალის თანამშრომლებმა 27 მაისს სიღნაღში აღნიშნეს. გუნდის გამორჩეული წევრები წვეულებაზე სიგელებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოეს. ყველაზე წარმატებულ განყოფილებად ლაბორატორია დასახელდა, გეგმების შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებლისთვის კი ჯილდო ექიმმა სტომატოლოგმა მარინე ამირანაშვილმა მიიღო. ყველაზე გულისხმიერი ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ლაშა მჟავანაძე აღმოჩნდა, საუკეთესო რეგისტრატორი - ეკატერინა გაბოძე, საუკეთესო მედდა - მარინე იჩქიტიძე, ხოლო საუკეთესო სანიტარი - მარინე მოდრეკილაძე. „მის ავერსის რუსთავის კლინიკის“ ტიტული ერთხმად მიანიჭეს ნევროლოგ ლალი მჭედლიშვილს. ფილიალის მენეჯერმა ირმა ბაბუაძემ აღნიშნა, რომ „ავერსის“ რუსთავის კლინიკას უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ყავს, რომლებიც მომსახურების უფრო მეტად გაფართოებას და გამრავალფეროვნებას ითხოვენ, მათ შორის – მაღალტექნოლოგიური კვლევების (კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის) დამატებას, სტაციონარს... „ავერსის კლინიკის“ ხელმძღვანელობა ითვალისწინებს პაციენტების სურვილს და უახლოეს მომავალში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

ზემოთ