სიახლეების არქივი

გერმანელი პროფესორის სტუმრობა ავერსის კლინიკაში და კონფერენცია თემაზე: 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის კლინიკური უპირატესობა ნეირორადიოლოგიაში

გერმანელი პროფესორის სტუმრობა ავერსის კლინიკაში და კონფერენცია თემაზე: 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის კლინიკური უპირატესობა ნეირორადიოლოგიაში

23 მაისს ავერსის კლინიკას სტუმრობდა გერმანიის, ტრირის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოლოგიის და ბირთვული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ვინფრედ ალბერტ ვილინეკი. 

კონფერენციას ესწრებოდნენ ექიმი რადიოლოგები, ნევროლოგები და ნეიროქირურგები. გერმანელმა პროფესორმა მოახსენა საინტერესო კლინიკური შემთხვევები, დეტალურად განიხილა 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის უპირატესობები და შესაძლებლობები. 

მოხსენებასთან ერთად გაიმართა ვორქშოპი, სადაც  ავერსის კლინიკის რადიოლოგებთან ერთად გერმანელმა პროფესორმა ჩაატარა პრაქტიკული სამუშაო და ქართველ კოლეგებს გაუზიარა 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 

ავერსის კლინიკაში სრული დატვირთვით მუშაობს ფილიპსის 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩატარდეს კვლევების სრული სპექტრი გამოსახულების მაღალი ხარისხით, კომფორტულ გარემოში.

ზემოთ