სიახლეების არქივი

უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ქ.ხაშურში

უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ქ.ხაშურში

„ავერსის კლინიკის“ ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქციების სერია გრძელდება. 29 აპრილს ,,ავერსის კლინიკის“ ორგანიზებით უფასო გამოკვლევა-გასინჯვები ჩატარდა ქ.ხაშურისა და ირგვლივმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის.

აქციის ფარგლებში მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდათ ექოსკოპიური კვლევები, თერაპევტის, კარდიოლოგის, ნევროლოგის , ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, მამოლოგის, ონკო-ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის, უროლოგის, ზოგადი, ჰეპატო, ანგიო და ენდოკრინული ქირურგის კონსულტაციები.

უფასო სამედიცინო გასინჯვების ტრადიცია "ავერსის კლინიკამ" 2008 წელს დანერგა. ამ ტიპის აქციები უკვე გაიმართა ყაზბეგში, შატილში, სამცხე-ჯავახეთში, ზემო რაჭაში, თუშეთში, უჯარმაში, გორის, მარნეულის, ბოლნისისსა და ადიგენის რაიონში, ზემო აჭარაში, თინეთში, ასპინძაში.

აქციის ფარგლებში ორასზე მეტი ადამიანი გაისინჯა, მიეცათ შესაბამისი დანიშნულება და რეკომენდაციები.

„ავერსის კლინიკა“ ზრუნავს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე და მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

ზემოთ