ისნის ფილიალი

5 მაისს ნავთლუღის ქუჩაზე 11/13-ში "ავერსის კლინიკის" ისნის ფილიალის პრეზენტაცია შედგა. ისანში "ავერსის" კლინიკა 2011 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს, თუმცა პაციენტების მზარდმა რაოდენობამ კლინიკის გაფართოება და განახლება განაპირობა.
ვისაც "ავერსის" მომსახურებით ერთხელ მაინც უსარგებლია, კარგად იცის, რომ ამ ბრენდისთვის მაღალი ხარისხი, კვალიფიციური კადრები და თანამედროვე აპარატურა ყოველთვის პრიორიტეტად რჩება. ამ მხრივ, არც კლინიკის ისნის ფილიალია გამონაკლისი და ის აღჭურვილია მსოფლიო დონის ევროპული, ამერიკული და იაპონური სამედიცინო აპარატურით. ამასთან, დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით. კლინიკაში მართლაც სასიამოვნო გარემო და შესანიშნავი ინტერიერია. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერია იმისათვის, რომ პაციენტმა თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:00სთ; შაბათი 10:00-15:00სთ.

 

ზემოთ